ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 20 წუთში 5000 რაკეტა გაუშვეს - არის მსხვერპლი

07.10.23 10:29
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 20 წუთში 5000 რაკეტა გაუშვეს - არის მსხვერპლი

 20 წუთში 5000 რაკეტა - ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 15 დაშავდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორთან მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ.

მსგავსი სიახლეები