"ჩვენ ომში ვართ" - ისრაელის პრემიერი დასტურებს, რომ ვითარება კრიტიკულია

07.10.23 12:59
"ჩვენ ომში ვართ" - ისრაელის პრემიერი დასტურებს, რომ ვითარება კრიტიკულია

ჩვენ ომში ვართ - ისრაელის პრემიერმინისტრი ადასტურებს რომ ვითარება კრიტიკულია.

გატაცებული ცხედრები, დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა  და საჰაერო განგაშის ხმები - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისრაელია. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

"ჰამასმა" ომი დაიწყო. საპასუხოდ ისრაელის არმიამ კონტრტერორისტული ოპერაცია რკინის ხმლები წამოიწყო. ღაზის სექტორიდან მხოლოდ ოც წუთში ისრაელისკენ 5000 რაკეტა გადაისროლეს. საავადმყოფოები დაჭრილებით არის გადავსებული. არის მსხვერპლიც. 

ტერორისტების სამიზნე სამხედრო ობიექტების გარდა, დასახლებული პუნქტებიც გახდა. სახლები დანგრეულია, აეროპორტები ჩაკეტეს. ხალხი უსაფრთხო ადგილებს ეძებს. ყველაზე მძიმე ვითარებაა სამხრეთშია.  ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ რომ საჰაერო დარტყმებს ღაზაში "ჰამასის" ობიექტებზე ამ წუთებშიც  ახორციელებენ.

დღეს დილით ჰამასმა  სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალები მტრის წინააღმდეგ მთელ ტერიტორიაზე იბრძვიან. მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მიჰყვნენ უსაფრთხოების ინსტრუქციებს. ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს.". - აცხადებს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.