"დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას უნდა აღნიშნავდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ" - ისრაელის ელჩი საქართველოში

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას უნდა აღნიშნავდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ.
"მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, რომელიც დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განახორციელა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ," - წერს ჰადას მეიცადი.
გატაცებული ცხედრები, დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა და საჰაერო განგაშის ხმები - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისრაელია. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
"ჰამასმა" ომი დაიწყო. საპასუხოდ ისრაელის არმიამ კონტრტერორისტული ოპერაცია რკინის ხმლები წამოიწყო. ღაზის სექტორიდან მხოლოდ ოც წუთში ისრაელისკენ 5000 რაკეტა გადაისროლეს. საავადმყოფოები დაჭრილებით არის გადავსებული. არის მსხვერპლიც.
ტერორისტების სამიზნე სამხედრო ობიექტების გარდა, დასახლებული პუნქტებიც გახდა. სახლები დანგრეულია, აეროპორტები ჩაკეტეს. ხალხი უსაფრთხო ადგილებს ეძებს. ყველაზე მძიმე ვითარებაა სამხრეთშია. ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ რომ საჰაერო დარტყმებს ღაზაში "ჰამასის" ობიექტებზე ამ წუთებშიც ახორციელებენ.