ბოლო მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა

07.10.23 14:14
ბოლო მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა

300-მდე დაჭრილი და 22 დაღუპული - ასეთია The times of Israel ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგები  ისრაელში.

"ჰამასმა" ომი დაიწყო. საპასუხოდ ისრაელის არმიამ კონტრტერორისტული ოპერაცია რკინის ხმლები წამოიწყო. ღაზის სექტორიდან მხოლოდ ოც წუთში ისრაელისკენ 5000 რაკეტა გადაისროლეს. საავადმყოფოები დაჭრილებით არის გადავსებული. არის მსხვერპლიც. 

ტერორისტების სამიზნე სამხედრო ობიექტების გარდა, დასახლებული პუნქტებიც გახდა. სახლები დანგრეულია, აეროპორტები ჩაკეტეს. ხალხი უსაფრთხო ადგილებს ეძებს. ყველაზე მძიმე ვითარებაა სამხრეთშია.  ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ რომ საჰაერო დარტყმებს ღაზაში "ჰამასის" ობიექტებზე ამ წუთებშიც  ახორციელებენ.