შეძრწუნებული ვარ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებით. ვგმობთ ტერორს - მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გმობს.
"შეძრწუნებული ვარ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებით. ჩვენ ვგმობთ ტერორს და ძალადობას უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ჩემი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, რომელიც ცეცხლის ქვეშ იმყოფება და სასტიკი თავდასხმებისგან თავს იცავს. ტერორი ვერასოდეს გაიმარჯვებს”, - წერს მეცოლა.
ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ღაზას სექტორიდან ახალი სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. "ჰამასმა" ქვეყნის საზღვარი ბულდოზერებით გაარღვია.
ტერორისტული დაჯგუფების მომხრეები აშკელონამდე ფეხით და მძიმე ტექნიკით მიდიან. კადრები რომელიც ცხელი წერტილიდან ვრცელდება მძიმე სანახავია. კადრებში ჩანს ქუჩაში დაყრილი გვამები.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება რომ საავადმყოფოებში ჯამში 500-ზე მეტი დაჭრილია მოთავსებული. დაშავებულებს შორისს არიან ბავშვებიც. საომარ მოქმედებებს ბოლო ცნობებით 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.