განადგურებული "ჰამასის" 17 სამხედრო ობიექტი და 4 სამეთაურო პუნქტი - ისრაელი კონტრშეტევაზეა გადასული
ისრაელი კონტრშეტევაზე გადავიდა. ამ წუთებშიც, საპასუხო დარტყმები ღაზას სექტორისკენ მიდის. ბოლო ერთ საათში, განადგურებულია ჰამასის 17 სამხედრო ობიექტი და 4 სამეთაურო პუნქტი. დაკავებულია ასევე 3 ტერორისტი.
ისრაელის შეიარაღებული ძალები სრულ მობილიზაციაზეა გადასული და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.
პარალელურად, გამოცხადებულია მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია.
პარალელურად, პალესტინელები, მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებენ, არ ინდობენ არც მოხუცებს და არც ქალებს. ვრცელდება მოროდიორობის ამსახველი კადრებიც, იძარცვება ისრაელის სამხედრო საგუშაგოებიც. მსხვერპლი ორივე მხარეს გაიზარდა.
ისრაელში გარდაცვლილთა რიცხვი 40-ს აჭარბებს, დაშავდა 750-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. კონტრშეტევების ფონზე, დაიღუპა 161 პალესტინელი, 931 კი დაშავდა. ირანი მხარს უჭერს ისრაელზე თავდასხმას. საუდის არაბეთი და ყატარი კი ქვეყანას კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს.
პენტაგონის ინფორმაციით, ამერიკა ისრაელს თავდაცვაში ბოლომდე დაეხმარება.
"ძალიან ბევრი ადამიანი დაჭრილი, მათ შორის არიან მცირეწლოვნები, უკიდურესად დაძაბულია ვითარება". - ამბობს საქართველოს მოქალაქე ისრაელიდან.
სპეციალურად "პირველებისთვის", ბოლო ცნობებს ისრაელიდან გიორგი ხუხია გვაწვდის