აშშ იმუშავებს იმისთვის, რომ ისრაელს ჰქონდეს თავდასაცავად ის, რაც სჭირდება - ოსტინი

ჩვენი ერთგულება ისრაელის თავდაცვის უფლებაზე ურყევია - აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელზე თავდასხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ იმუშავებს იმისთვის, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც თავის დასაცავად სჭირდება.
”მე ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ერთგულება ისრაელის თავდაცვის უფლებაზე ურყევია და ვუსამძიმრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს.
უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება თავდაცვისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“. ამბობს ოსტინი.