ისრაელი ადასტურებს, რომ “ჰამასმა” მძევლები აიყვანა

07.10.23 19:45
ისრაელი ადასტურებს, რომ “ჰამასმა” მძევლები აიყვანა

ისრაელი ადასტურებს, რომ  “ჰამასმა” მძევლად მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები აიყვანა - ინფორმაციას The Times Of Israel ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ “ჰამასის” წევრებმა ადამიანები ღაზის სექტორში გადაიყვანეს. მისი თქმით, ბრძოლისას ისრაელელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

ჰაგარის განცხადებით, სამხრეთ ისრაელში ამ დროისთვის 22 ადგილას მიმდინარებს ბრძოლები.