ისრაელის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა გამოაცხადა.
ისრაელის შეიარაღებული ძალები სრულ მობილიზაციაზეა გადასული და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.
პარალელურად, გამოცხადებულია მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია.
პარალელურად, პალესტინელები, მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებენ, არ ინდობენ არც მოხუცებს და არც ქალებს. ვრცელდება მოროდიორობის ამსახველი კადრებიც, იძარცვება ისრაელის სამხედრო საგუშაგოებიც. მსხვერპლი ორივე მხარეს გაიზარდა.
ღაზის სექტორიდან ჰამასის სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმებს ისრაელის 200-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ტერორისტების ხელში კვლავ რჩებიან მძევლები.