უმძიმესი ღამე ჰერსონში - ოკუპანტების იერიშების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ახალშობილი

უმძიმესი ღამე ჰერსონში - ოკუპანტებმა საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს. იერიშების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ახალშობილი. ინფორმაციას ჰერსონის ოლქის სამხედრო ამინისტრაციის ხელმძძღვანელი ავრცელებს,
ჰერსონმა კიდევ ერთი საშინელი ღამე გადაიტანა. 10-მდე ადამიანია დაშასვდა, ამთ შორის, ახალშობილი. დანგრეულია სახლები დად დაზიანებულია ავტომობილები, ასევე, გაზის გამანაწილებელი ქსელი. ზოგიერთი ჭურვი არ აფეთქდა. ისინი მაშველებმა გაანეიტრალეს, - აღნიშნა ალექსანდრ პროკუდინმა.
პროკუდინის თქმით, ჰოსპიტალიზებულია 27 ქალი თავისი 9 თვის ჩვილით. ამის გარდა, დაშავებულებს შორის წითელი ჯვრის 33 წლის მედიკოსიცაა, რომელსაც აფეთქების შედეგად კონტუზია განუვითარდა.