ნეთანიაჰუ: "შევდივართ ხანგრძლივ და მძიმე ომში"

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუმის განცხადებით, ომის პირველი ეტაპი მტრის ძალების განდგურებით სრულდება. მისი თქმით, ისარელის მხრიდან შეტევა ხანგრძლივი და უწყვეტი იქნება.
"ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც ჰამასის თავდასხმამ გვაიძულა. პირველი ეტაპი ამ საათებში დამთავრდება, ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე," - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს განმარტებით, სრაელის მიზანია, "ჰამასს" ისარელი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენების სურვილი სამუდამოდ გაუქროს.
ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ," - თქვა ნეთანიაჰუმ.