საბრძოლო მოქმედებები, შეტევა თელავივზე და დაცარიელებული ქუჩები - ბოლო ცნობები ისრაელიდან

08.10.23 11:23
საბრძოლო მოქმედებები, შეტევა თელავივზე და დაცარიელებული ქუჩები - ბოლო ცნობები ისრაელიდან

ისრაელში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალურად "პირველებს" ინფორმაციას ადგილიდან გიორგი ხუხია აწვდის. "პირველების" რეპორტიორი ამბობს, რომ  საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ისევ ქვეყნის სამხრეთ ნაწილია, სადაც ისრაელის 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

ხუხიას ინფორმაციით, გასულ ღამეს ხანგრძლივი სარაკეტო შეტევა გახორციელდა თელავივზე, სადაც ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაიბომბა. რეპორტიორის გადმოცემით, ამ დროისათვის ქალაქის ქუჩები, ფაქტობრივად, ცარიელია, მაღაზიები და სხვა დაწესებულებები კი დაკეტილი. 

ამ დროისთვის ვითარება ისრაელში კვლავ რთულია, ვინაიდან ისევ აქტიურად მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და ახლა მთავარი ეპიცენტრი საბრძოლო მოქმედებების არის ღაზას სექტორი და მიმდებარე ებრაული დასახლებები, რომლებისთვისაც ყველა მძიმე აღმოჩნდა გასული საათები, როდესაც ტერორისტების შემოტევა დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ. ამ დროისათვის, ოფიციალური ინფორმაციით, 300 დაღუპულია ისრაელის მხარეს, მათი უმეტესეობა მშვიდობიანი მოქალაქეაა, და დაახლოებით 1000 მეტია დაშავებული.
გუშინ ღამის დაახლოებით  22:00 საათისკენ საკმაოდ ხანგრძლივი სარაკეტო შემოტევა იყო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილზე. მათ შორის, მთავარი სამიზნე იყო ქალაქი თელავივი და მიმდენარე მცირე ქალაქები. თელავივის ცენტრში ერთი რაკეტა ჩამოვარდა. ის დაეცა საცხოვრებლ სახლს და არიან დაშავებულები. წუხელ ღამით ღარზას სექტორის მიმართულებით არტილერიის გარდა დაიძრა უზარმაზარი კოლონა ტანკების, ასევე სახმელეთო ჯარების უდიდესი ნაწილი გადასროლილია ახლა რაზას სექტორში და ისრაელის თავდაცვის ძალები ცდილობენ ღაზას სექტორზე სრულად კონტროლის დამყარებას. 
ისრაელში ყველაფერი შეიცვალა გუშინდელი დღიდდან მოყოლებული. ქუჩები, პრაქტიკულად, ცარიელია. თითო-ოროლა ადმაანი გადაადგილდება. არ მოძრაობენ ავტმობილები, დაკეტილია მაღაზიები, დაწესებულებები... პირველადი საჭრიროებების გარდა, პრაქტიკულად, არაფერი მუშაობს, - ამბობს გიორგი ხუხია. 

 

მსგავსი სიახლეები