ტერორისტებმა ბევრი ადამიანის აიყვანეს ტყვედ, მათ შორის ბავშვები - ისრაელის მოქალაქე

08.10.23 13:19
ტერორისტებმა ბევრი ადამიანის აიყვანეს ტყვედ, მათ შორის ბავშვები - ისრაელის მოქალაქე

ისრაელში არსებულ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით "პირველებთან" ადგილობრივები საუბრობენ. ისრაელის მოქალაქე ამბობს, რომ განსაკუთრებით რთული ვიტარებაა ქვეყნის სამხრეთით, სადაც შენობებია დანგრეული, უამრავი ადამიანი კი ტერორისტებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი. 

შოკისმომგვრელია ის, რაც აქ ხდება. თელავივის ცენტრში თავს შედარებით დაცულად ვგრძნობთ. გუშინდელი ღამე ძალიან რთული იყო, აფეთქებების ხმა ისმოდა, ამიტომ მე და ჩემი ოჯახი ავტომობილით გავეცალეთ ქალაქს და დილით ისევ უკან დავბრუნდით. ომი ძალიან ქაოტურია, ვღელავთ იმის გამო, რაც ხდება სამხრეთში. იქ ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს. დანგრეულია შენობები. ტერორისტებმა ბევრი ადამიანის აიყვანეს ტყვედ, მათ შორის ბავშვები. მსგავსი არასდროს არაფერი გვახსოვს, - ამბობს ადგილობრივი. 

მსგავსი სიახლეები