დამანგრეველი მიწისძრა ავღანეთში - დაღუპულთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა

08.10.23 14:15
დამანგრეველი მიწისძრა ავღანეთში - დაღუპულთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილებსს შორის უმეტესობა ქალი და ბავშვია.
თალიბანის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ დაშავებულია 9 ათასზე მეტი ადამიანი და განადგურებულია ათას ოთხასამდე სახლი.

"როიტერსს" ადგილობრივი ოფიციალური პირები უყვებიან, რომ 
დაღუპულების ცხედრები კლინიკებსა და სამხედრო შენობებშია გადანაწილებული. 

ძლიერი მიწისძვრა დასავლეთ ავღანეთში, ქალაქ ჰერასთან გუშინ მოხდა.