ისრაელის თავდაცვა: ღაზას სეტორსა და ქვეყნის სამხრეთით 400-ზე მეტი პალესტინელი გავანადგურეთ

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში 400-ზე მეტი შიარაღებული პალესტინელი მოკლეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვა ავრცელებს. თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის ცნობით, ებრაელი სამხედროები ქვეყნის ყველა ქალაქში არიან მობილიზებულები.
ამ საათისთვის სამხედროები კფარ აზაში იბრძვიან. ბევრ ქალაქში ჩხრეკა მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა ქალაქში არიან. არ არის ქალაქი, რომელშიც ისრაელის თავდაცვის ძალები არ იმყოფებიან", - განაცხადა ჰაგარიმ.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა გახორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.