ეგვპიტეში ებრაელი ტურისტების ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

ეგვპიტეში ებრაელი ტურისტების ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, შემთხვევა ალექსანდრიაში მოხდა. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი ეგვიპტის პოლიციის ოფიცერმა ან სამხედრომ გაუხსნა.
გამოცემა ორი ებრაელი ტურისტის შესახებ წერს , რომლებიც სროლას ემსხვერპლნენ.
ამავდროულად, სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი პირველი კადრები ვრცელდება. სროლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ეგვიპტური მედია წერს, რომ შემთხვევას 2 ებრაელი და 1 ეგვიპტელი ემსხვერპლა. დაშავბეულია კიდევ ერთი აამიანი.
თავდამსხმელი დაკავებულია.