ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადა. თავდაცვის ძალებს უფლება აქვთ სამხედრო აქტივობები დაიწყონ. აღნიშნული მე-40 ალეფ პუნქტი ქვეყანაში 1973 წლის შემდეგ არ ამოქმედებულა. ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფო რადიოსადგური ავრცელებს.
ამასთან, ვრცელდება ახალი ინფორმაცია ისრაელში ჰამასის მსხვერპლებთან დაკავშირებით. ესკალაციის შედეგად 500 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 1900. ეს არაოიფიცალური ციფრები, რადგან უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.
ალ-ჯაზირას ცნობით, იზრაელის სამხრეთით ათობით ტანკი გაემართა. ცახალმა ისინი რეგიონში საბრძოლო მოქმეებებისთვის მოაბილიზა.