შემზარავი კადრები ისრაელიდან - ტერორისტებმა ებრაელი ბავშვები გალიებში გამოკეტეს და მკვლელობით ემუქრებიან

სასტიკი და სანახაობრივი დასჯა - ტერორისტებმა ებრაელი ბავშვები გაიტაცეს, გალიებში ჩასვეს და მკვლელობით იმუქრებიან. შემზარავია კადრები, რომელიც ისრაელიდან ვრცელდება. ცხედრები ქუჩებში ყრია. ცენტრალურ მაგისტრალზე დაცხრილული მანქანების კოლონებია, სადაც დახვრეტილი ადამიანები არიან. კლინიკებში რჩებიან დაჭრილები. დაშავებულთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა.
საომარი მოქმედებების ზონაში არიან ქართველებიც. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა. ქართველები არ არიან არც მძევლებს შორის. ტერორისტების თავდასხმას და გრძელ, რთულ ომსს გამოერიდა საქართველოს 150-მდე მოქალაქე. რეისი ნომრით 696 თელ ავივიდან - თბილისში 3 საათის დაგვიანებით დაეშვა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.