600-ზე მეტი მოკლული და ასობით დაკარგული - ისრაელი სრულმასშტაბიანი იერიშისთვის ემზადება

08.10.23 20:07
600-ზე მეტი მოკლული და ასობით დაკარგული - ისრაელი სრულმასშტაბიანი იერიშისთვის ემზადება

 

 

 

ისრაელი სრულმასშტაბიანი იერიშისთვის ემზადება. 50 წლის განმავლობაში პირველად ქვეყანაში მე-40 ალეფი ამოქმედდა, რაც ომის გამოცხადებას ნიშნავს. ღაზას სექტორში გადასროლილია საჯარისო ფორმირებები და მძიმე ტექნიკა. პოლიტიკური ხელმძღვანელობის და სამხედროების გადაწყვეტილებით, გამაფრთხილებელი სროლა იყო ლიბანის მიმართულებით, სადაც ჰეზბოლაა დაბანაკებული, რომელიც ჰამასზე უფრო ძლიერი და კარგად გაწვრთნილი ტერორისტული ორგანიზაციაა.

ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა. მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის მიზანიც ებრაული დასახლებების  ტერორისტებიგან გაწმენდაა. მოკლულია 600-ზე მეტი ადამიანი. ამ დრომდე ვერ ადგენენ ზუსტ რაოდენობას, რამდენი მოქალაქე იმყოფება  ჰამასის ტყვეობაში. ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბავშვებს, ქალებს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს.

ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები