ღაზას სექტორში ისრაელმა 800-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა, მოკლულია 400-ზე მეტი ტერორისტი - ისრაელის თავდაცვა

09.10.23 11:30
ღაზას სექტორში ისრაელმა 800-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა, მოკლულია 400-ზე მეტი ტერორისტი - ისრაელის თავდაცვა

ღაზას სექტორში ისრაელმა 800-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა, მოკლულია 400-ზე მეტი ტერორისტი, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა. ჰიდაი ზიბერმანის ცნობით, იერიშები იმ ობიექტებზე იქნა მიტანილი, სადაც ზუსტად იცოდნენ, რომ ტერორისტული ორგანიზაციები იყო განთავსებული.

ბოლო 20 საათის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმის 4 ტალღა განახორციელა, რომლის დროსაც 800-ზე მეტ სამიზნეს დაესხნენ თავს. თავდასხმის თითოეულ ტალღაში 50-დან 60-მდე მოიერიშე თვითმფრინავი მონაწილეობდა. პირველი თავდასხმის ტალღა გუშინ დღის 3 საათზე გახორციელდა და საათნახევარი გრძელდებოდა. მეორე საღამოს 9 საათზე გახორციელდა. მესამე თავდასხმის ტალღა კი იყო ღამის 1 საათზე. 20 თავდასხმა გახორციელდა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ისრაელის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე სამ სარაკეტო საცავსა და მეჩეთზე. მეოთხე თავდასხმის ტალღა კი ცოტა ხნის წინ ამ დილით დასრულდა. ამ დროის მონაცემებით თავდასხმა გახორციელდა ღაზაში 21 მაღალსართულიან შენობაზე. არსებობდა დაზვერვის ზუსტი ინფორმაცია ტერორისტულ საქმიანობასთან მათი კავშირის შესახებ. ერთ-ერთ შენობაში განთავსებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის სამხედრო შტაბი. ამ წუთის მონაცემებით ღაზას სექტორში 400-ზე მეტი ტერორისტია მოკლული, ხოლო ისრაელის სახელმწიფოში განადგურებულია 100-ით ტერორისტი. ბოლო ინფრომაციით, ადასტურეულია, რომ მე-13 ფლოტის ძალებმა ტყვედ აიყვანეს ჰამასის საღვაო ძალების უფროსი წევრი, - განაცხადაისრაელის თავდაცვის ძალების სპიეკერმა ჰიდაი ზიბერმანმა.