ისრაელში საომარი მდგომარეობის ფონზე "ჯორჯიან ეარვეისმა" ფრენის ფასი გააოთხმაგა

მას შემდეგ, რაც ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, თელავივის აეროპორტში ხალხმრავლობაა. მოქალაქეები ყველა გზით ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. შეზღუდული ფრენების ფონზე, "ჯორჯიან ეარვეისმა" გადაწყვიტა, რომ სტანდარტი ტარიფები გაეოთხმაგებინა და ბილეთების ფასები გაეზარდა. მხოლოდ ერთი გზის საფასური 2000 ლარზე მეტი ღირს მაშინ, როედსაც ბილეთის ღირებულება 550 ლარს არასროს აღემატებოდა.