არ იქნება საჭმელი, დენი და საწვავი - ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა

09.10.23 15:03
არ იქნება საჭმელი, დენი და საწვავი - ისრაელის თავდაცვის მინისტრმა  ღაზის სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა

"არ იქნება არანაირი საჭმელი, დენი და საწვავი" - ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა.

ბრძანება გავეცი, რომ ღაზას სექტორი სრულ ალყაში მოვაქციოთ. არ იქნება არანაირი საჭმელი, დენი და საწვავი. ყველაფერი დაკეტილია. ჩვენ ვებრძვით ცხოველ ადამიანებს და შესაბამისად ვმოქმედებთ", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი აკონტროლებს საჰაერო სივრცეს ღაზასა და მის სანაპირო ზოლს და ზღუდავს, თუ ვის და რა საქონელს უშვებენ მისი სასაზღვრო გადასასვლელებით. ისრაელი აკონტროლებს ღაზის საჰაერო სექტორს და სანაპირო ზოლს და ზღუდავს და აკონტროლებს, ვინ გადაკვეთს საზღვარს და რა საქონელს შეიტანს ტერიტორიაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ იერუსალიმსა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისმის განგაშის სიგნალის ხმა. ვრცელდება ინფორმაცია, სულ მცირე სამი აფეთქების ხმაზე. IDF-ის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა აღადგინეს კონტროლი ღაზის სექტორთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებებზე. თუმცა, შეტაკებები გრძელდება.

მსგავსი სიახლეები