ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

09.10.23 15:09
ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

ისრაელის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, იერუსალიმში საჰაერო განგაშია. ტერორისტებმა ებრაულ დასახლებებს რაკეტები ცოტა ხნის წინ ესროლეს. მხოლოდ იერუსალიმში, სულ მცირე, სამი აფეთქება იყო. ერთ-ერთი რაკეტა ბენგურიონის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩავვარდა. იყო პანიკა, თუმცა აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.