კრემლი: ისრაელსა და ღაზას შორის კონფლიქტი ღრმად შემაშფოთებელია

ისრაელში გავითარებული მოვლენებით რუსეთი შეშფოთებულია. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი აცხადებს. დიმიტრი პესკოვი ომში მესამე მხარის ჩართულობას არ გამორიცხავს.
ზოგადად, სიტუაცია ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც იქ ხდება. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ სიტუაცია ესკალაციის გზაზე ვითარდება. ამ კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვის დიდი რისკი არსებობს", - თქვა პესკოვმა.