ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2506 ადამიანი

09.10.23 17:27
ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2506 ადამიანი

თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 2506 ადამიანს აღწევს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. ჰამასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სამხედრო მეთაურმა, ამ ოპერაციას "ალ-აქსას წარღვნა" უწოდა.

მსგავსი სიახლეები