კრემლი ტერორისტების სამსახურში - რუსეთის მიერ უკრაინაში ალაფად ჩაგდებული იარაღი ჰამასის ხელში აღმოჩნდა

რუსეთი ტერორისტების სამსახურში - სამხედრო მიმომხილველების ინფორმაციით, იარაღის მიწოდებასა და ისრაელში განხორციელებული ქმედებების დაგეგმვაში ვაგნერი იყო ჩართული.
უჩა აბაშიძე "ტვ პირველთან" ამბპბს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მიერ ალაფად ხელში ჩაგდებული იარაღის ჰამასისთვის გადაცემას ადასტურებს.
ესბოლამ თქვა, თუ ლიბანს დაანებებს თავს ისრაელი, ჩვენ არ ჩავერთვებითო. ისრაელს იმის ნაცვლად, რომ პატარა შეტაკებები ჩაეხშო ლიბანთან, ამის მაგივრად ამწვავებს სიტუაციას. იკვეთება, რომ ამის დაგეგმვაში და შეიარაღების მიწოდებაში ვაგნერი იყო ჩართული, ეს კიდევ ამოტივტივდება და შეიძლება, რუსეთისთვის ეს ამბავი ცუდად მოტრიალდეს.
რუსული კვალი იკვეთება, გაჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ალაფად ხელში ჩაგდებული იარაღი აღმოჩნდა ჰამასის ხელში, რაც არის 100 პროცენტიანი მტკიცებულება, რომ რუსებმა ჩაიტანეს - აღნიშნა უჩა აბაშიძემ.