ისრაელის "11 სექტემბერი" - ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში ექცევა, ისრაელი კონტრშეტევაზე გადადის

არც ელექტროენერგია, არც საკვები და არც საწვავი - ღაზას სექტორი ბლოკადაშია. ისრაელმა ჰამასი სრულ იზოლაციაში მოაქცია. ომის დაწყებიდან მესამე დღეს ღაზას სამხრეთ ნაწილზე ისრაელმა კონტროლი აღადგინა. ისრაელი შეტევისთვის ემზადება. ჯარში გაწვეულია რეზერვისტთა უპრეცედენტო რაოდენობა.
სახმელეთო ოპერაციაში 300 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. მათ კი ზურგს ამერიკული ავიაცია და საზღვაო ფლოტი გაუმაგრებს. ავიამზიდი უკვე დაიძრა ისრაელისკენ.
მხოლოდ ერთ ღამეში ღაზას სექტორში 500-მდე სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. ისრაელის არმიის მიზანია სრულად გაწმინდოს ღაზა ტერორისტებისგან. ვინც არ იბრძვის ვალდებულია, უსაფრთხოების წესებს დაემორჩილოს. ისრაელში მყოფი ქართველები ადგილობრივ თავშესაფრებს აფარებენ თავს, თუმცა როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას, არ იციან და პასუხს ვერც საელჩოს ცხელ ხაზზე იღებენ. ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ. კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა პიკს აღწევს.
რა ხდება საომარი მოქმედებების ზონაში? - ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის სიუჟეტში.