სულ ნასროლია 4400-მდე რაკეტა - ახალი ცნობები ისრაელიდან

09.10.23 21:30
სულ ნასროლია 4400-მდე რაკეტა - ახალი ცნობები ისრაელიდან

 

 

 

ისრაელში კრიტიკული ვითარებაა, ამ წუთებში სამხრეთ ნაწილი სისტემურად იბომბება - მოვლენათა ეპიცენტრიდან ახალ ინფორმაციას "ტვ პირველს"  "როტშიდელის" ფონდის მკვლევარი უზიარებს. 

მისი თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით, ოთხიათას ოთხასამდე რაკეტაა გაშვებული.

ლაშა შაყულაშვილი ამბობს, რომ ისრაელის მიმართ გასროლილი რაკეტებიდან ორიათას ოთხასი ღია სივრცესა და ზღვაში ჩამოვარდა, ხოლო 280 მათგანი რკინის გუმბათმა გაანადგურა.

ისრაელის სახელმწიფოს ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ნასროლია 4400-მდე რაკეტა, დაახლოებით 2400 ღია ტერიტორიაზე და ზღვაში ჩამოვარდა, 280 მათგანი რკინის გუმბათმა გაანადგურა და 80 მათგანი დაეცა კონკრეტულ წერტილებს, ერთ-ერთი მათგანი აეროპორტს დაეცა. მქონდა შემთხვევა, როდესაც ოთახში ვმუშაობდი და საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაეცა ნასროლი რაკეტა რკინის გუმბათს - აღნიშნა ლაშა შაყულაშვილმა.