ბოლო რამდენიმე დღეში ისრაელის იმიჯს ჩრდილი მიადგა - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

09.10.23 21:46
ბოლო რამდენიმე დღეში ისრაელის იმიჯს ჩრდილი მიადგა - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

 

 

 

უმძიმესი სამი დღე ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი "ტვ პირველთან" ახლო აღმოსავლეთში შეცვლილ სტატუს-კვოზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესებმა ისრაელის იმიჯს ჩრდილი მიაყენა.

ამის მიუხედავად, ეკა აკობია ამბობს, რომ ისრაელის სახელმწიფო კარგად ორგანიზებული და ძლიერი ინსტიტუციების მქონე სახელმწიფოა, მომხდარს კი მკვეთრად გამოხატულ ტერორისტულ აქტს უწოდებს. 

ახლო აღმოსავლეთში შეცვლილი არის მანამდე არსებული სტატუს-კვო, რაც მნიშვნელოვანწილად გულისხმობდა ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების უძლეველობას, ისრაელის იმიჯს, რომ ყველა შემთხვევაში ახერხებდა პრევენციას, საპასუხო მკაცრი ნაბიჯების გადადგმას ბოლო რამდენიმე დღეში ამ იმიჯს ჩრდილი მიადგა.

ისრაელის სახელმწიფო კარგად ორგანიზებული და ძლიერი ინსტიტუციების მქონე არის. მათი ეროვნული უსაფრთხოება ორიენტირებულია თავდაცვაზე და ასეთი თავდასხმების მოგერიებაზე. ეს პროცესი გრძელდება, თუმცა რეგიონის შეცვლაში ნაგულისხმევია, მომავალი განვითარებები, შესაძლო ესკალაცია ფართომასშტაბის ინტერვენციის შემთხვევაში - განაცხადა ეკა აკობიამ.