ისრაელმა სოფელ კიბუც-ბერიზე კონტროლი აღადგინა - სამხედროებს 100 ცხედარი დახვდათ

უმძიმესი ცნობები ისრაელიდან - "პირველების" კორესპონდენტის ცნობით, ცოტა ხნის წინ ისრაელმა პატარა სოფელ კიბუც ბერიზე კონტროლი აღადგინა. იქ შესულ სამხედროებს კი 100 მოკლული მოქალაქე დახვდა. შესაბამისად, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 900-მდე გაიზარდა.
სავარაუდოდ გატაცებულთა რაოდენობა ბევრად მეტია.
სამი დღის წინ, ღაზას სექტორიდან ისრაელს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" დაესხა და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.