სიმბოლურია, რომ ისრაელს პუტინს დაბადების დღეს დაარტყეს -გენერალი არ გამორიცხავს, რომ ომის დაგეგმარებაში რუსეთი იყოს ჩართული

09.10.23 23:49
სიმბოლურია, რომ ისრაელს პუტინს დაბადების დღეს დაარტყეს -გენერალი არ გამორიცხავს, რომ ომის დაგეგმარებაში რუსეთი იყოს ჩართული

გამოვიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი და განაცხადა, რომ ისრაელი არის ომში. მას არ დაუსვამს კითხვა საკუთარი მოსახლეობისთვის, ომი გინდათ? - ამის შესახებ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მისი  თქმით, ისრაელში ხელშესახები ომი მიმდინარეობს, საქართველო კი ჰიბრიდული ომის რეჟიმშია. 

მამუკა ყურაშვილი დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში ისრაელი წერტილს დაუსვამს იმ ყველა პროცესს, რაც ახლა ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს.

გამოვიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი და განაცხადა, რომ ისრაელი არის ომში. მას არ დაუსვამს კითხვა საკუთარი მოსახლეობისთვის, ომი გინდათ? ეს არის ხელშესახები ომი, საქართველოში ჰიბრიდული ომი მიდის. დღეს რაც ხდება, ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ისრაელი წერტილს დაუსვამს - განაცხადა გენერალმა.

გენერალი მამუკა ყურაშვილი ფიქრობს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ ისრაელის მიმართულებით წარმოებული ომის დაგეგმარებაში ფაშისტური ძალები არიან ჩართულნი.

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დაგეგმარებაში ჩართული ფაშისტური ძალა რუსეთია. 7-ში რომ ვლადიმერ პუტინის დაბადების დღე იყო და ამავე დღეს ომი დაიწყო, ეს ყველაფერი სიმბოლურია. რუსეთი დაკავებულია ომის გადმოტანის ჩვენთანაც - აღნიშნა ყურაშვილმა.