ჩვენ გავიმარჯვებთ! - პრემიერ ნეთანიაჰუს მიმართვა მოსახლეობას

09.10.23 23:56
ჩვენ გავიმარჯვებთ! - პრემიერ ნეთანიაჰუს მიმართვა მოსახლეობას

ჩვენ გავიმარჯვებთ! - ასე მიმართა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას. პრემიერის განცხადებით,  ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასს" აუცილებლად დაამარცხებს. 

"მესამე დღეა, ომში ვართ. ეს ომი არის ჩვენი არსებობის უზრუნველსაყოფად, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს ომი დაგვიწესა საზიზღარმა მტერმა - მხეცებმა, რომლებიც კლავენ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის ჰამასი. ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. ჰამასი არის ISIS და ჩვენ მათ დავამარცხებთ მათ ზუსტად ისე, როგორც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაამარცხა ISIS'' - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი სიახლეები