დამანგრეველი ტაიფუნი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში - არიან გარდაცვლილები და დაშავებულები
დამანგრეველი ტაიფუნი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში - გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ადამიანი, დაშავდა 300-ზე მეტი პირი. ევაკუირებულია 200 ათასამდე მაცხოვრებელი.
შეჩერებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზა.