გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა - 100-150-მდე - გაეროში ისრაელის ელჩი
გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა ჰყავთ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, ფოკუსირება მოახდინოს ამ საკითხზე.
მისივე თქმით, მძევლებთან დაკავშირებული სიტუაცია ისრაელს ხელს ვერ შეუშლის იმაში, "რაც უნდა გააკეთოს ისრაელის მომავლის დასაცავად."
"ჩვენ გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა - 100-150-მდე. ველით, რომ წითელი ჯვარი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფოკუსირებას მოახდენს ამ მძევლებზე და იმაზე, თუ როგორ ექცევიან მათ...
ჩვენ ვერ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის, თუ "ჰამასი" გააგრძელებს სამხედრო გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ჩვენი ბიჭები, გოგოები, ბებიები, ყველა, ვინც გაიტაცეს, გვსურს მათი დაბრუნება სახლში, მაგრამ ახლა, ფოკუსირებული ვართ ჩვენს ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს "ჰამასის" ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობას," - განაცხადა ერდანმა.