რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა - ზელენსკი

10.10.23 10:30
რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა - ზელენსკი

რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა - ზელენსკი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. 

"არსებული ინფორმაციით - ძალიან მკაფიო - რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა ტკივილისა და ტანჯვის ახალმა წყარომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა, გაზარდოს უთანხმოება და წინააღმდეგობები და ამით დაეხმაროს რუსეთს ევროპაში თავისუფლების განადგურებაში. 

ჩვენ ვხედავთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებსაც უხარია. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს. და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. წარსულის მსოფლიო ომები ადგილობრივი აგრესიით დაიწყო. ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეს", - თქვა ზელენსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები