პალესტინის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს - რუსული მედია

10.10.23 10:35
პალესტინის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს - რუსული მედია

მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთში პალესტინის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის წარმომადგენელი მოსკოვში ამბობს, რომ ელოდებიან კრემლის ოფიციალურ განცხადებას, თუ როდის გაიმართება ვიზიტი.

"ჩვენ ყოველდღიურად ვართ კონტაქტში მოსკოვთან. ახლა მზადება მიმდინარეობს პრეზიდენტი აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის", - განაცხადა ელჩმა.