„ჰამასი“ მძევლების მოკვლით იმუქრება

10.10.23 10:45
„ჰამასი“ მძევლების მოკვლით იმუქრება

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელიდან მძევლად აყვანილი ადამიანების დახოცვით იმუქრება, თუ ისრაელის არმია ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას წინასწარ გაფრთხილების გარეშე დაბომბავს.

„ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენელმა აბუ ობაიდამ ტელეგრამით გაავრცელა განცხადება, რომ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ მყოფ პალესტინელებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე ნებისმიერი თავდასხმის პასუხად მძევლებს დახოცავენ და ამას ტელევიზიით აჩვენებენ. 

9 ოქტომბერს მედიით ვრცელდებოდა ცნობები, რომ მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკების დაწყებას და შუამავლობას კატარი ცდილობდა. ისრაელმა „ჰამასთან“ მოლაპარაკების შესაძლებლობა უარყო.

მსგავსი სიახლეები