ღაზის საზღვრისპირას ჩატარებული ფესტივალის ტერიტორიიდან ათობით ახალგაზრდის ცხედარი გადმოასვენეს

10.10.23 11:11
ღაზის საზღვრისპირას ჩატარებული ფესტივალის ტერიტორიიდან ათობით ახალგაზრდის ცხედარი გადმოასვენეს

900 დაღუპული და 2700 დაჭრილი - ისრაელი ტერორისტების თავდასხმას იგერიებს. „ჰამასის“ მიერ დროებით ოკუპირებულ სოფელში რამდენიმე საათის წინ კიდევ 108 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ტერორისტებმა სოფელ კიბუც ბეერის მოსახლეობის 10% დახოცეს და ათობით ადამიანი გაიტაცეს. ეს ოფიციალური ინფორმაციაა. 

საზარელი სურათია ღაზის საზღვრისპირას ჩატარებული ფესტივალის ტერიტორიაზეც, საიდანაც ათობით ახალგაზრდის ცხედარი გადმოასვენეს. პარალელურად ღაზის სექტორი მასშტაბური თავდასხმების ეპიცენტრია. ისრაელის კონტრშეტევა  იქ  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ეს მხოლოდ დასაწყისია - ამბობს ისრაელის პრემიერ მინისტრი და პირობას დებს, რომ "ჰამასელების" მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბრუნებლად ყველაფერს  გააკეთებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ტერორისტი იმყოფება ისრაელის ტერიტორიაზე, შაბათს 1000 ზე მეტმა ტერორისტმა გადმოკვეთა საზღვარი, ნაწილი ისრაელმა დააკავა, 600 ტერორისტს კი ამ დრომდე ეძებენ, ამიტომაც ხალხი გარკვეულწილად საფრთხეს გრძნობს.

ისრაელის კონტრშეტევა ღაზას მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა.
 

მსგავსი სიახლეები