სისასტიკე ისრაელში არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი - ტრამპი

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სისასტიკე ისრაელში არასდროს მოხდებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.
"სისასტიკეს, რასაც ჩვენ ვხედავთ ისრაელში, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი", - თქვა მან წინასაარჩევნო გამოსვლისას.
ბაიდენმა განაცხადა, რომ შტატები ისრაელის ხალხის გვერდით დგას და ყველაფერში დაეხმარება, რაც მას სჭირდება.
მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელები აკრიტიკებენ ბაიდენს, ბოლო გარიგების გამო, რომელიც აშშ-ის მიერ ირანის კუთვნილი 6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს განბლოკვას ითვალისწინებდა, სანაცვლოდ კი აშშ-ის 5 მოქალაქე გათავისუფლდა.