ირანი ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის თავდასხმის თანამონაწილეა - WP

10.10.23 11:52
ირანი ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის თავდასხმის თანამონაწილეა - WP

ირანი ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის თავდასხმის თანამონაწილეა. The Washington Post-ის ცნობით, ამის შესახებ დასავლეთის და ახლო აღმოსავლეთის დაზვერვის ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები აცხადებენ. მათი თქმით, პალესტინელი მებრძოლები, რომლებიც თავს ისრაელს დაესხნენ, თავდასხმა ირანის ჩართულობით ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაგეგმეს. საუბარია სამხედრო მომზადებასა და ათობით მლნ-ი დოლარის იარაღის მიწოდებაზე.  

ამის მიუხედავად, დაზვერვა ზუსტად ვერ ამბობს, რა როლი მიუძღვის ირანს ისრაელში შაბათს დაწყებულ თავდასხმაში, თუმცა ჩინოვნიკების თქმით, ეს თავდასხმა თეგერანის მრავალწლიან ამბიციებზე მიუთითებს, რომელსაც ისრაელის განადგურება სურს.