"ომებში ვყოფილვარ და ასეთი არაფერი მინახავს" - ფესტივალს გადარჩენილები „ჰამასის“ ჯოჯოხეთურ თავდასხმას იხსენებენ
მუსიკალურ ფესტივალს, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ დაესხა თავს, დაღუპულებთან და გატაცებულებთან ერთად, გადარჩენილებიც ჰყავს.
ისინი ახლა სამშვიდობოს არიან და ყვებიან, რომ „ჯოჯოხეთის“ მომსწრენი გახდნენ. გადარჩენილები ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ „ერთხელაც შურს იძიებენ“.
ეს იყო ჯოჯოხეთი, ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ომებში ვყოფილვარ, ორ ომში ვიყავი, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს. ყველგან ცხედრები და სისხლის გუბეები იყო. არ აინტერესებდათ ქალი იყავი თუ კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველას ესროდნენ.
ისინი მკვლელები არიან, რაც მათ გააკეთეს, არასდროს ეპატიებათ. ერთ დღეს ჩვენ შურს ვიძიებთ, ეს აუცილებლად მოხდება". - ამბობს გადარჩენილი.