ებრაელი ხალხის გვერდით ვდგავართ, ამ თავდასხმას არანაირი გამართლება არ აქვს - მაკრონი

10.10.23 12:16
ებრაელი ხალხის გვერდით ვდგავართ, ამ თავდასხმას არანაირი გამართლება არ აქვს - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას ისრაელს და გმობს ის თავდასხმებს რასაც "ჰამასი" ისრაელში ახორციელებს.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა, ჩვენი სრული სოლიდარობა ისრაელთან. გერმანია და საფრანგეთი ერთად დგანან ებრაელი ხალხის გვერდით ამ ტრაგიკულ მომენტებში. ტერორიზმთან ბრძოლა ისრაელთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ერთობლივი ამოცანაა. ამ თავდასხმას არანაირი გამართლება და ახსნა არ აქვს".- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.