"თუ ღაზას განადგურებას შეეცდებიან, ჯოჯოხეთის კარიბჭეს გააღებენ" - "ჰამასის" მეთაურის პირველი ინტერვიუ და მუქარა ისრაელს

"თუ ღაზას განადგურებას შეეცდებიან, ჯოჯოხეთის კარიბჭეს გააღებენ" - "ჰამასის" მეთაურის პირველი ინტერვიუ და მუქარა ისრაელს.
პალესტინის ისლამისტური მოძრაობა "ჰამასი" მზად არის იბრძოლოს ისრაელის წინააღმდეგ და გამოიყენებს ღაზაში მყოფ ათობით მძევლს, რათა უზრუნველყოს პალესტინელების გათავისუფლება ებრაულ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ამის შესახებ ბეირუთში ემიგრაციაში მყოფმა ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა ალი ბარაქემ განაცხადა.
ბარაქეს თქმით, ჰამასს აქვს რაკეტების არსენალი, რომელიც საშუალებას მისცემს მას გააგრძელოს მიმდინარე შეტევა დიდი ხნის განმავლობაში.
ბარაქეს თქმით, ღაზაში მაღალჩინოსანთა მხოლოდ მცირემა ნაწილმა იცოდა შეჭრაზე, რომელიც შაბათს დილით დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ და რომ ჯგუფის უახლოესი მოკავშირეებიც კი არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებული.
თავდასხმის შესახებ მხოლოდ უმაღლესი მეთაურების მცირე ნაწილმა იცოდა, ჯგუფის უახლოესი მოკავშირეებიც კი წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული დროის შესახებ. ჰამასის მხოლოდ რამდენიმე მეთაურმა იცოდა ე.წ ნულოვანი საათის შესახებ. ავირჩიეთ სწორი დრო, როცა მტერი დაკავებული იყო მისი არდადეგებით. ამერიკაში არიან დაკავებული პალესტინელები, რომლებიც მხარს უჭერენ წინააღმდეგობას და ეხმარებოდნენ ადამიანებს ღაზაში. ჩვენ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას. პალესტინელი ხალხი გაუძლებს და მოითმენს ამ ყველაფერს. გვაქვს რეზერვები, რომლებიც თვეების განმავლობაში იქნება საკმარისი. მაგრამ თელავივში ხალხი გაძლებს თავშესაფრებში? ჩვენი მოკავშირეები მზად არიან ბრძოლას შემოურთდნენ, თუ ღაზაში გამანადგურებელი ომი გაგრძელდება. ისინი ხელჩამოშვებულები არ დასხდებიან. ისრაელის მთავრობამ იცის რომ ისინი გააღებენ ჯოჯოხეთის კარიბჭეს, თუ ღაზას განადგურებას შეეცდებიან და ამერიკულ არატრადიციულ იარაღს გამოიყენებენ ამ მიზნის შესასრულებლად". - განაცხადა ბარაქემ.