ხელებს ვუკოცნით, ვინც გეგმავდა თავდასხმას - აიათოლა ალი ხამენეი
"ხელებს ვუკოცნით, ვინც გეგმავდა თავდასხმას სიონისტურ რეჟიმზე“ - ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უარყოფს თეირანის მონაწილეობას ჰამასის თავდასხმაში ისრაელზე, თუმცა მიესალმება ისრაელის სამხედრო დაზვერვის "გამოუსწორებელ მარცხს".
7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.