კრემლი უარყოფს ზელენსკის განცხადებას, რომ რუსეთს ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღება სურს

კრემლი ზელენსკის განცხადებას, რომ რუსეთის ინტერესებშია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღება, უსაფუძვლოს უწოდებს.
Reuters-მა გაავრცელა კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის განცხადება, რომ ეს კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს, აქვს ძალიან ღრმა ფესვები, და რომ რუსეთს კონტაქტი აქვს ორივე მხარესთან - ისრაელთან და პალესტინელებთან.
მისივე თქმით, მოსკოვი გააგრძელებს დიპლომატიურ მცდელობებს და ითამაშებს როლს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიზნით.
რუსეთს ხანგრძლივი კავშირები აქვს პალესტინელებთან, ბევრი რამ საერთო - ისრაელთან, სადაც რუსეთის ბევრი ყოფილი მოქალაქე ცხოვრობს, - განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე.