ისრაელის აეროპორტებში კოლაფსია - ხალხი ომის ეპიცენტრიდან გაქცევას ცდილობს

10.10.23 15:36
ისრაელის აეროპორტებში კოლაფსია - ხალხი ომის ეპიცენტრიდან გაქცევას ცდილობს

ისრაელის აეროპორტებში კოლაფსია. ხალხი ომის ეპიცენტრიდან გაქცევას ცდილობს, თუმცა რეისები ერთი მეორეს მიყოლებით უქმდება. ტურისტები ამბობენ, რომ აეროპორტში ყველაფერს აკეთებენ, რომ მგზავრებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. 

ჩვენი ფრენები გაუქმდა, მაგრამ ვრჩებით ჯერ-ჯერობით მშვიდები  და გვჯერა, რომ სახლში დავბრუნდებით. აქ ძალიან მძიმე სიტუაციაა და ყველა მუშაობს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს, - ამბობს ტურისტი

ასევე ირკვევა, რომ ომის ზონაში სამშობლოს დასაცავად ისრაელის მოქალაქეები ბრუნდებიან.

ჩემი 25 წლის შვილი, რომელიც ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, ახლა ბრუნდება, რომ ტანკების დანაყოფს შეუერთდეს. მან 3 წელი გაატარა არმიაში როგორც პირველი რანგის სერჟანტმა და ახლა ჩათვალა, რომ სახლში დაბრუნება  და სამშობლოს დაცვაა საჭირო, - ამბობს ისრაელის მოქალაქე. 

 

მსგავსი სიახლეები