ჩვენ ვიცავთ პალესტინას, ჩვენ ვიცავთ ბრძოლას - ირანის უზენაესი ლიდერი
ირანის უზენაესი ლიდერი ირწმუნება, რომ ირანს ისრაელზე ჰამასის თავდასხმასთან კავშირი აქვს. ამასთან, აითოლა ალიჰამენეი ამბობს, რომ ხელებზე ემთხვევა ყველას, ვინც ისრაელზე თავდასხმა დაგეგმა.
რეჟიმის მხარდამჭერები და ზოგიერთი თავად უზურპატორული რეჟიმის შიგნით ყალბ განცხადებებს აკეთებდა გასული დღეების განმავლობაში და ასეც აგრძელებენ. მათ შორის, აცხადებენ, რომ ირანი დგას ამ მოძრაობის უკან. ისინი ცდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცავთ პალესტინას, ჩვენ ვიცავთ ბრძოლას და ხელზე ვემთხვევით იმ ჭკვიან და მამაც პალესტინელ ახალგაზრდებს, რომელთაც დაგეგმეს თავდასხმა სიონისტურ რეჟიმზე. ჩვენ ვამაყობთ მათით, ვინც ირწმუნება, რომ არა პალესტინელები დგანან იმის უკან რასაც პალესტინელები აკეთებენ, ისინი არ იცნობენ პალესტინელ ერს, სათანადოდ ვერ აფასებენ პალესტინის მთავრობას. გამანადგურებელმა სტიქიამ გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენაც მარტივი არ იქნება. სიონისტური რეჟიმის ქმედებებია ამ კატასტროფაში დამნაშავე, - ამბობს აითოლა ალიჰამენეი.