საფრანგეთი პალესტინის მოსახლეობისთვის დახმარების შეჩერების მომხრე არ არის - მაკრონი

10.10.23 16:52
საფრანგეთი პალესტინის მოსახლეობისთვის დახმარების შეჩერების მომხრე არ არის - მაკრონი

საფრანგეთი პალესტინის მოსახლეობისთვის დახმარების შეჩერების მომხრე არ არის - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის ყველაზე ძირითად უფლებებში.

"პარიზი პალესტინის მოსახლეობისთვის დახმარების შეჩერების მომხრე არ არის - საფრანგეთმა უკვე მიიღო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მეზობელ ქვეყნებში პალესტინის მოსახლეობის დახმარება ტერორისტულ ჯგუფებს არ მიეწოდება.

ჩვენ არ უნდა ავურიოთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის ყველაზე ძირითად უფლებებში, რადგან ეს საფრთხეს უქმნის რეგიონში ტერორისტული აქტების „სახალხო მხარდაჭერის“ გაზრდას. "ჰამასის" თავდასხმებში ირანის მონაწილეობის „ფორმალური მტკიცებულება“ არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ჰამასს დახმარება შესთავაზეს“.- განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი სიახლეები