პუტინის ბრალდება: ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია

10.10.23 16:53
პუტინის ბრალდება: ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია

ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ისრაელში სიტუაციის გამწვავება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია.

უკრაინის კრიზისი გრძელდება და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრ გამწვავებას. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი. კონფლიქტის მოგვარების მონოპოლიზებას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ზრუნავდნენ ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისების პოვნაზე, არამედ, პირიქით, ავრცელებდნენ საკუთარ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და ზეწოლას ახდენდნენ ორივე მხარეზე“, - განაცხადა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები