1000 დაღუპული და 3000-ზე მეტი დაჭრილი - ბლოკადის მიუხედავად, ჰამასი არ ჩერდება

დღეს დილიდან კიბუციდან შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება, სადაც ტერორსტებმა მუსიკალური ფესტივალი სასაკლაოდ აქციეს. სწორედ ეს ქალაქი იყო ჰამასის ერთ-ერთი პირველი სამიზნე. მხოლოდ ფესტივალის ტერიტორიაზე 260 ცხედარი იპოვეს.
პარალელურად, ისრაელი ღაზას სექტორის გაწმენდის სპეცოპარაციას აფართოებს. მოკლულია პალესტინის ეკონომიკის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები.
ისრაელის თავდაცვის ძალები იმ შენობებს ანადგურებენ, სადაც შესაძლოა ტერორისტების სამეთაურო ბაზები იყოს განლაგებული.
ახლა მთავარი კითხვაა, როგორ ვერ გაიგო ისრაელის დაზვერვამ ჰამასის გეგმების შესახებ. ტერორისტების მხარდაჭერაში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი ირანია, რომელზეც ახლა მტკიცებულებებს აგროვებენ. „თავდასხმა ერთი წელი მზადდებოდა და ამის შესახებ, მხოლოდ რამდენიმე მეთაურმა იცოდა,“ - ეს ჰამასის ლიდერის აღიარებაა, რომელიც დასავლეთს შურისძიებით ემუქრება. პალესტინა კი შესაძლოა, სრულ იზოლაციაში ევროკავშირიდანაც აღმოჩნდეს. ლიდერები ამ დრომდე თათბირობენ, შეუწყდეს თუ არა პალესტინას ჰუმანიტარული დახმარება.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.